რუსებმა ხერსონი რაკეტებითა და არტილერიით დაბომბეს, დაიღუპა ერთი და დაშავდა ოთხი მოქალაქე

რუსმა სამხედროებმა ხერსონზე საარტილერიო და სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ქალაქის საცხოვრებელი მიკრორაიონის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე კი - დაშავდა.
რუსული ძალების მიერ გასროლილმა ჭურვებმა ერთ-ერთი მაღალსართულიანი კორპუსის რამდენიმე ბინაში ხანძარი გამოიწვია.
წინასწარი მონაცემებით, დაბომბვა განხორციელდა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან და არტილერიიდან.

























