ხობში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია გაიმართა

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო და გენდერული თანასწორობის საბჭო გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 -დღიან კამპანიას შეუერთდა.

ხობის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, კამპანიის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტში საკრებულოს ეგიდით არაერთი თემატური ღონისძიება გაიმართა.

ქალაქში განთავსდა საინფორმაციო ბანერი, კამპანიის ფარგლებში მომზადდა საინფორმაციო ბუკლეტები რომლებიც საბჭოს წევრებმა მოსახლეობას დაურიგეს.

12 სოფელში (საჯიჯაო, გაღმა საჯიჯაო, ახალი ხიბულა, ძველი ხიბულა, ხეთა, ხამისკური, თორსა-დღვაბა, პირველი მაისი, ჭალადიდი, საგვიჩიო, შავღელე, პატარა ფოთი), ჩატარდა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები, აღნიშნული სოფლების შერჩევა მოხდა პოლიციის მიერ გაცემული შემაკავებელი ორდერების განაწილების მიხედვით. შეხვედრები გამოირჩეოდა მოსახლეობის მხრიდან მაღალი ინტერესითა და დისკუსიებში აქტიური ჩართულობით.

საკრებულოში ჩატარდა ორი საინფორმაციო შეხვედრა თემაზე „გენდერული ბიუჯეტირება“ და „გენდერული ნიშნით ძალადობა და მუნიციპალიტეტის როლი ძალადობის პრევენციაში“, რომელსაც ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, საკრებულოს და მერიის წარმომადგენლები.

სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის და დაავადების დროულად გამოვლენის ხელშეწყობის მიზნით კამპანიის ფარგლებში ქალებისთვის კლინიკა „მკურნალში“ ჩატარდა ფარისებრ ჯირკვალზე უფასო სამედიცინო სკრინინგ აქცია, კლინიკის ექიმმა რადიოლოგმა ნათია სალაყაიამ, მუნიციპალიტეტში მცხოვრები 20 ქალბატონი გამოიკვლია.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 -დღიან კამპანია 1991 წლიდან იღებს სათავეს, ის 25 ნოემბერს - ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 10 დეკემბერს - ადამიანის დაცვის საერთაშორისო დღეს სრულდება. კამპანიის მიზანია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობა.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

ხობში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია გაიმართა

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო და გენდერული თანასწორობის საბჭო გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 -დღიან კამპანიას შეუერთდა.

ხობის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, კამპანიის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტში საკრებულოს ეგიდით არაერთი თემატური ღონისძიება გაიმართა.

ქალაქში განთავსდა საინფორმაციო ბანერი, კამპანიის ფარგლებში მომზადდა საინფორმაციო ბუკლეტები რომლებიც საბჭოს წევრებმა მოსახლეობას დაურიგეს.

12 სოფელში (საჯიჯაო, გაღმა საჯიჯაო, ახალი ხიბულა, ძველი ხიბულა, ხეთა, ხამისკური, თორსა-დღვაბა, პირველი მაისი, ჭალადიდი, საგვიჩიო, შავღელე, პატარა ფოთი), ჩატარდა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები, აღნიშნული სოფლების შერჩევა მოხდა პოლიციის მიერ გაცემული შემაკავებელი ორდერების განაწილების მიხედვით. შეხვედრები გამოირჩეოდა მოსახლეობის მხრიდან მაღალი ინტერესითა და დისკუსიებში აქტიური ჩართულობით.

საკრებულოში ჩატარდა ორი საინფორმაციო შეხვედრა თემაზე „გენდერული ბიუჯეტირება“ და „გენდერული ნიშნით ძალადობა და მუნიციპალიტეტის როლი ძალადობის პრევენციაში“, რომელსაც ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, საკრებულოს და მერიის წარმომადგენლები.

სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის და დაავადების დროულად გამოვლენის ხელშეწყობის მიზნით კამპანიის ფარგლებში ქალებისთვის კლინიკა „მკურნალში“ ჩატარდა ფარისებრ ჯირკვალზე უფასო სამედიცინო სკრინინგ აქცია, კლინიკის ექიმმა რადიოლოგმა ნათია სალაყაიამ, მუნიციპალიტეტში მცხოვრები 20 ქალბატონი გამოიკვლია.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 -დღიან კამპანია 1991 წლიდან იღებს სათავეს, ის 25 ნოემბერს - ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 10 დეკემბერს - ადამიანის დაცვის საერთაშორისო დღეს სრულდება. კამპანიის მიზანია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა