მირიამ ლექსმანი - თუ სისტემა მიხეილ სააკაშვილს ციხეში მოკლავს, რთული იქნება ვთქვათ, რომ ქვეყანა ასრულებს პირობებს - მარტო სააკაშვილისა და გვარამიას შემთხვევა იქნება საკმარისი, რომ საქართველოს მისწრაფება ევროკავშირისკენ არ დასრულდეს წარმატებულად

თუ სისტემა მიხეილ სააკაშვილს ციხეში მოკლავს, ჩვენთვის რთული იქნება, ვთქვათ, რომ ქვეყანა ასრულებს პირობებს, რომლებიც წაყენებული აქვს , - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა სტრასბურგში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებთან და ადვოკატთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მირიამ ლექსმანი ფიქრობს, რომ ევროპარლამენტის წევრები კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის საქართველოს მთავრობას ერთ-ერთ პირობად მოსთხოვენ, რომ მიხეილ სააკაშვილისა და „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საკითხი გადაჭრას.

„თუ სისტემა მოკლავს მიხეილ სააკაშვილს ციხეში და არსებობს იურიდიული საფუძველი მისი გამოშვების და იმისთვის, რომ მიიღოს სათანადო სამედიცინო დახმარება, ძალიან რთული იქნება ჩვენთვის, ვთქვათ, რომ ქვეყანა ასრულებს იმ პირობებს, რომლებიც წაყენებული აქვს.

მინდა ვახსენო ნიკა გვარამია, რომელზეც სახალხო დამცველის ანგარიშში წერია, რომ ის აშკარად არის პოლიტიკური პატიმარი და რასაკვირველია მარტო ეს ორი შემთხვევა საკმარისი იქნება იმისთვის, რომ საქართველოს მისწრაფება ევროკავშირისკენ არ დასრულდეს წარმატებულად.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ როცა ევროკავშირის და ევროპარლამენტის წევრები საქართველოში მიმდინარე სიტუაციას გაანალიზებენ, განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილის სიტუაციას, რომელიც ძალიან მძიმედაა, ჩვენ მოვთხოვთ მთავრობას ამ ორი საკითხის გადაჭრას, როგორც ერთ-ერთ პირობად ევროკავშირის კანდიდატობის მინიჭებისა", - განაცხადა ლექსმანმა, რომლის თარგმანიც "მთავარ არხს" ეკუთვნის.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

მირიამ ლექსმანი - თუ სისტემა მიხეილ სააკაშვილს ციხეში მოკლავს, რთული იქნება ვთქვათ, რომ ქვეყანა ასრულებს პირობებს - მარტო სააკაშვილისა და გვარამიას შემთხვევა იქნება საკმარისი, რომ საქართველოს მისწრაფება ევროკავშირისკენ არ დასრულდეს წარმატებულად

თუ სისტემა მიხეილ სააკაშვილს ციხეში მოკლავს, ჩვენთვის რთული იქნება, ვთქვათ, რომ ქვეყანა ასრულებს პირობებს, რომლებიც წაყენებული აქვს , - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა სტრასბურგში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებთან და ადვოკატთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მირიამ ლექსმანი ფიქრობს, რომ ევროპარლამენტის წევრები კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის საქართველოს მთავრობას ერთ-ერთ პირობად მოსთხოვენ, რომ მიხეილ სააკაშვილისა და „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საკითხი გადაჭრას.

„თუ სისტემა მოკლავს მიხეილ სააკაშვილს ციხეში და არსებობს იურიდიული საფუძველი მისი გამოშვების და იმისთვის, რომ მიიღოს სათანადო სამედიცინო დახმარება, ძალიან რთული იქნება ჩვენთვის, ვთქვათ, რომ ქვეყანა ასრულებს იმ პირობებს, რომლებიც წაყენებული აქვს.

მინდა ვახსენო ნიკა გვარამია, რომელზეც სახალხო დამცველის ანგარიშში წერია, რომ ის აშკარად არის პოლიტიკური პატიმარი და რასაკვირველია მარტო ეს ორი შემთხვევა საკმარისი იქნება იმისთვის, რომ საქართველოს მისწრაფება ევროკავშირისკენ არ დასრულდეს წარმატებულად.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ როცა ევროკავშირის და ევროპარლამენტის წევრები საქართველოში მიმდინარე სიტუაციას გაანალიზებენ, განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილის სიტუაციას, რომელიც ძალიან მძიმედაა, ჩვენ მოვთხოვთ მთავრობას ამ ორი საკითხის გადაჭრას, როგორც ერთ-ერთ პირობად ევროკავშირის კანდიდატობის მინიჭებისა", - განაცხადა ლექსმანმა, რომლის თარგმანიც "მთავარ არხს" ეკუთვნის.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის