ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი - გერმანიამ უკრაინაში 24 ერთეული „ჰაუბიცა“ გაგზავნა და „გეპარდების“ მიწოდებას გეგმავს

გერმანია დღემდე არ აწვდის უკრაინას თანამედროვე ტანკებს, მაგრამ აგრძელებს სხვა ტიპის იარაღის, მათ შორის თვითმავალი ჰაუბიცების, გაგზავნას, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა მარი-აგნეს სტრაკ-ზიმერმანმა განაცხადა.
"უკრაინაში კიდევ მეტი თვითმავალი ჰაუბიცები ჩაიტანეს. საუბარია 24 ერთეულზე. ასევე მიეწოდება 6-7 თვითმავალი საზენიტო-საარტილერიო სისტემა, „გეპარდი““, - აღნიშნა ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, პირადად მომხრეა, უკრაინაში თანამედროვე ტანკები Leopard-ისა და Marder-ის გაგზავნონ, თუმცა ხელისუფლება ამ ინიციატივას მხარს არ უჭერს.
სტრაკ-ზიმერმანი აცხადებს, რომ მათი მიწოდება ახლა უბრალოდ აუცილებელია და ვერ ხედავს მიზეზს, რატომ არ უნდა გააკეთონ ეს.

























