ჯო ბაიდენი - აშშ უკრაინაში ჯარისკაცებს არ გააგზავნის

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნას არ გეგმავს.

კითხვაზე, გეგმავს თუ არა მისი ადმინისტრაცია უკრაინაში სამხედროების გაგზავნას, ბაიდენმა უპასუხა: „გავაგზავნით თუ არა ჩვენს სამხედროებს უკრაინაში? არა, ჩვენ გავაგზავნით მასალებს, როგორც აქამდე, მილიონობით დოლარის ღირებულების“.

ნოემბერში ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს უკრაინის მხარდაჭერის მიზნით დამატებითი დაფინანსების თხოვნით მიმართა.

СNN-ის ცნობით, მენეჯმენტისა და ბიუჯეტის ოფისის დირექტორმა შალანდა იანგმა წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ნენსი პელოსის წერილი გაუგზავნა, სადაც დეტალურად იყო აღწერილი უკრაინის დახმარებისთვის 37.7 მილიარდი დოლარის მოთხოვნა.

21.7 მილიარდი დოლარი გათვალისწინებულია უკრაინის სამხედრო აღჭურვილობისთვის, ასევე სამხედრო, სადაზვერვო და სხვა სახის თავდაცვითი მხარდაჭერისთვის; 14.5 მილიარდი დოლარი – უკრაინის ბიუჯეტის პირდაპირი მხარდაჭერისთვის, გლობალური სასურსათო უსაფრთხოების გაძლიერებისა და ჰუმანიტარული დახმარებისთვის, 626 მილიონი დოლარი – უკრაინის ბირთვული უსაფრთხოების მხარდაჭერისთვის და ნავთობის სტრატეგიული რეზერვის მოდერნიზებისთვის, 900 მილიონი დოლარი – ჯანდაცვისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტისთვის სტანდარტული სამედიცინო დახმარების, მათ შორის გათავისუფლებული უკრაინელი ტყვეებისთვის, უზრუნველყოფისთვის.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა