უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი - უკრაინელებმა მოწინააღმდეგის თავდასხმები 16 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, რუსი ოკუპანტების თავდასხმები 16 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

„გასული დღის განმავლობაში თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს ოკუპანტების თავდასხმები ლუგანსკის ოლქის ნოვოსელივსკეს, სტელმახივკას, ნოვოეგოროვკას, მაკიივკას, ჩერვონოპოპოვკასა და ბელოგოროვკას დასახლებებში და დონეცკის ოლქის ვერხნეკამენსკოეს, სოლედარის, იაკოვლივკას, ბახმუცკის, ბახმუტის, კლიშივკას, კურდიუმივკას, მაიორსკის, ავდიივკას და მარინკას დასახლებულ პუნქტებში", - აღნიშნულია ანგარიშში.

გარდა ამისა, უწყების ცნობით, უკრაინელებმა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის ადგილებს ხუთი დარტყმა მიაყენეს.

გენშტაბში აცხადებენ, რომ რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, 7 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, მათ შორის 5 დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკას სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და ასევე განხორციელდა 79 თავდასხმა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან, მათ შორის ქალაქ ხერსონზე.

„თავდასხმის შედეგად მშვიდობიან მოსახლეობაში დანაკარგებია", - აცხადებენ უწყებაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო