ევროკომისია უკრაინისთვის 30 მილიონამდე LED ნათურას დააფინანსებს

ევროკომისია, ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით, უკრაინისთვის 30 მილიონამდე LED ნათურას დააფინანსებს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენი „ტვიტერზე“ წერს.

„ჩვენ დავაფინანსებთ 30 მილიონამდე LED ნათურას უკრაინისთვის, ძვირფასი ენერგიის დაზოგვისთვის. როდესაც 50 მილიონი ასეთი ნათურა განლაგდება ჩვენს პარტნიორებთან, ეს დაზოგავს 1 გიგავატს - ატომური სადგურის წლიურ გამომუშავებას! სიბნელის დროს ჩვენ უკრაინელ მეგობრებთან ერთად ვდგავართ“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ოქტომბრიდან ფართომასშტაბიან თავდასხმებს ახორციელებს, რასაც კიევი და მისი მოკავშირეები მშვიდობიანი მოსახლეობის დაზარალების მიზნით დაწყებულ მიზანმიმართულ კამპანიად აფასებენ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული - ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„კოლიერსის“ და „სუბურბანის“ გუნდმა ვიდეო სერიების კამპანია წამოიწყო
ჰარვარდის და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამა დასრულდა
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
თბილისი, ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქი, რიგით მესამე, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ SBC Summit Tbilisi 2025-ს მასპინძლობს
Yandex Go საკვების მიტანის სერვისს სპეციალური შეთავაზებით ბათუმშიც ამატებს
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში