უკრაინის გენშტაბი - მელიტოპოლში რუსეთის 58-ე არმიის ხელმძღვანელობა განადგურებულია

მელიტოპოლში რუსეთის 58-ე არმიის ხელმძღვანელობა განადგურებულია. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

“11 დეკემბერს ლუგანსკის ოლქის ქალაქ კადიევკაში რუსეთის საოკუპაციო ძალების ცოცხალი ძალის დისლოკაციის პუნქტის აფეთქების შედეგად მტრის 60 სამხედრო გარდაიცვალა და 100-მდე დაიჭრა”, - წერია განცხადებაში.

უკრაინის გენერალური შტაბი ასევე აღნიშნავს, რომ წინა დღეებში უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ მოწინააღმდეგეს დარტყმები ზაპოროჟიეს ოლქშიც მიაყენეს.

“ასე, ქალაქ მელიტოპოლში 58-ე არმიის ხელმძღვანელობის განადგურების გარდა, ენერგოდარის, ტოკმაკისა და გულიაიპოლეს დასახლებული პუნქტების რაიონებში განადგურებულ იქნა სამი საარტილერიო დანადგარი, სხვადასხვა ტიპის 10-მდე სამხედრო ტექნიკის ერთეული და მოწინააღმდეგის დაახლოებით 150 სამხედრო დაიჭრა”, - წერს გენშტაბი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო