სალომე სამადაშვილი - ივანიშვილმა პირდაპირ მიიღო მითითება ვლადიმერ პუტინისგან, რომ სააკაშვილი უნდა დაიღუპოს ქართულ ციხეში - ესაა სააკაშვილის მკვლელობის მცდელობა

ივანიშვილმა, როგორც ჩანს, პირდაპირ მიიღო მითითება ვლადიმერ პუტინისგან, რომ სააკაშვილი უნდა დაიღუპოს ქართულ ციხეში - ესაა სააკაშვილის მკვლელობის მცდელობა, მე სხვანაირად ვერ შევაფასებ "ქართული ოცნების" პოლიტიკას, - ამის შესახებ ლელოს დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, გაუგებარია, თუ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმე არ არის, რატომ არ ეძლევა შესაძლებლობა საჯაროდ გამოჩნდეს პროცესზე.

მისივე თქმით, მკაფიო გზავნილია აშშ-დან და ასევე ევროკავშირიდან, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომაროებაზე პასუხისმგებელია ხელისუფლება.

„ქართულმა ოცნებამ", ივანიშვილმა როგორც ჩანს, პირდაპირ მიიღო მითითება ვლადიმერ პუტინისგან, რომ სააკაშვილი უნდა დაიღუპოს ქართულ ციხეში, სხვა ახსნა "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას აღარ აქვს. მე გუშინ მოვინახულე საქართველოს მესამე პრეზიდენტი საპატიმროში, სიმართლე გითხრათ, გამიჩნდა ეჭვი, რომ მას არ მიეცემოდა დღეს საზოგადოების წინაშე გამოჩენის შესაძლებლობა, საზოგადოება, ქართველი ხალხი დარწმუნებული ვარ სულისშემძვრელად შეაფასებდა იმ მდგომარეობას, რომელშიც არის საქართველოს პრეზიდენტი. "ქართული ოცნება " მორიგ ჯერზე სიცრუეს ავრცელებს - გაუგებარია, თუ სააკაშვილის მდგომარეობა არ არის მძიმე და სიმულაციაა, რატომ არ ეძლევა შესაძლებლობა საჯაროდ გამოჩნდეს, როცა ამას მოითხოვს არა მხოლოდ ქართველი ხალხი, არამედ, მკაფიო გზავნილი მოვისმინეთ აშშ-დან, ასევე ევროკავშირიდან, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებელია ხელისუფლება.

გადახედეთ მსოფლიო პრესას, რომელიც აჭრელებულია სააკაშვილის საქმეზე სტატიებით, რეპორტაჟებით, იმასთან დაკავშირებით რომ პუტინის პირად მტერს დღეს ბიძინა ივანიშვილი კლავს საქართველოში. ეს არის რეალობა, რასაც ვხედავთ - სააკაშვილის მკვლელობის მცდელობა, მე სხვანაირად ვერ შევაფასებ "ქართული ოცნების" პოლიტიკას, რეალურად, ამასთან ერთად და იმის გამო რომ უმძიმესი პოლიტიზებული მართლმსაჯულების პრობლემებია, კლავენ ქვეყნის მომავლის შანსებს”, - განაცხადა სამადაშვილმა.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი