დავით უსუფაშვილი - სანქციებთან დაკავშირებით პროცესი მიდის სრულიად ლოგიკური გზით, თუ არ მოხდა სერიოზული ცვლილებები, აქამდეც მივალთ - ცუდ მთავრობას მოაქვს ცუდი რეზოლუციები

პროცესი სანქციებთან დაკავშირებით მიდის სრულიად ლოგიკური გზით - თუ არ მოხდა სერიოზული ცვლილებები, აქამდეც მივალთ - ცუდ მთავრობას მოაქვს ცუდი რეზოლუციები, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ევროპარლამენტის რეზოლუციას გამოეხმაურა.

უსუფაშვილის თქმით, ქვეყანას, განსაკუთრებით ახლა, დადებითი შეფასებები სჭირდება, თუმცა, ასეთ შეფასებებს მხოლოდ „კარგი მთავრობა" მოიტანს.

„ქვეყანას ახლა სჭირდება ევროპარლამენტის და ევროკომისიის დადებითი დასკვნები, მაგრამ ამის საშუალება მათ ჩვენ უნდა მივცეთ, ისინი ტყუილს არ იტყვიან, ისინი ლაპარაკობენ სიმართლეს. კარგ რეზოლუციებს მოიტანს კარგი მთავრობა, ცუდ მთავრობას მოაქვს ცუდი რეზოლუციები. პროცესი სანქციებთან დაკავშირებით მიდის სრულიად ლოგიკური გზით. თუ არ მოხდა სერიოზული ცვლილებები ამ შენობაში (პარლამენტში) და კიდევ რამდენიმე შენობაში, მაშინ მანამდეც მივალთ",- განაცხადა უსუფაშვილმა.

უსუფაშვილი გამოეხმაურა ასევე მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას თაობაზე რეზოლუციაში არსებულ ჩანაწერებს და აღნიშნა, რომ სავარაუდოდ დღევანდელ მოვლენებზე, რაც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს უკავშირდებოდა, ჯერ ევროპაში არ იცოდნენ, თორემ რეზოლუცია კიდევ უფრო მკაცრი იქნებოდა.

„ამის შემხედვარე ევროპას როგორ ექნება განცდა, რა კარგად არის საქმე და მივიღოთ ჩვენი ქოლგის ქვეშო. სააკაშვილის თემა გავიდა პოლიტიკიდან და გადასულია ზნეობის და მორალის სფეროში, ელემენტარული სახელმწიფოებრივი ღირსების სფეროში. იმის ნაცვლად სახელმწიფოებრივი მიდგომა იყოს, გამოდის მინისტრი და გვეუბნება - "რაღაცები მაქვს მის შესახებ, თუ საჭირო გახდა, გაჩვენებთო", გამოდის მმართველი პარტიის თავმჯდომარე და შესაძლოა გადავწყვიტოთ რაღაცის გასაჯაროებაო. ბავშვები კინკლაობენ ასე - "რაღაც მაქვს და არ გაჩვენებ", რა არის ეს - სახელმწიფოა თუ საბავშვო ბაღია?!"- განაცხადა უსუფაშვილმა.

კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად