ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს მოუწოდებს, უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე ექსპერტები გააგზავნოს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს მოუწოდებს, უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე ექსპერტები გააგზავნოს.
ამის შესახებ იგი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“მადლობა გადავუხადე გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერიშს პარიზში უკრაინის მხარდასაჭერ კონფერენციაში მონაწილეობისთვის. განვიხილეთ ჩვენი მშვიდობის ფორმულა და Global Peace Formula Summit. მოვუწოდე, რაც შეიძლება მალე გამოაგზავნოს გაეროს ექსპერტები უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე. განვავითარებთ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივასა და “მარცვლეული უკრაინიდან” პროგრამას”, - წერს უკრაინის პრეზიდენტი.

























