სალომე სამადაშვილი - ჯერჯერობით ივანიშვილისთვის შესაძლებლობების ფანჯარა არსებობს, რადგან მას მხოლოდ აფრთხილებენ, რომ სანქციები შესაძლოა დადგეს და უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები, რასაც დასავლეთი მისგან ელოდება

„ქართული ოცნება“ წყობიდან გამოვიდა, რადგან მათ რა არის ცუდი და კარგი ქვეყნისთვის არ აღელვებთ, მაგრამ ეშინიათ ბიძინა ივანიშვილის რეაქციების და ივანიშვილი დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დღით ძალიან უკმაყოფილოა, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპარლამენტის მიერ მხარდაჭერილ რეზოლუციას.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილისთვის ჯერჯერობით შესაძლებლობების ფანჯარა არსებობს და მას დასავლეთი აფრთხილებს, რომ შესაძლოა, სანქციები დღის წესრიგში დადგეს.

„დღეს უკიდურესად აღელდა „ქართული ოცნება“ იმ ჩანაწერის შედეგად, როდესაც ევროპარლამენტმა პირდაპირ მოითხოვა ივანიშვილის და მისი ოჯახის საქმიანობის შესწავლა და შესაბამისად, სანქციების საკითხის დღის წესრიგში დასმა.

ფაქტობრივად, შეიძლება ვთქვათ, რომ „ქართული ოცნება“ წყობიდან გამოვიდა, რადგან, რა არის ცუდი და კარგი ქვეყნისთვის, არ აღელვებთ, მაგრამ ეშინიათ ბიძინა ივანიშვილის რეაქციების და ივანიშვილი დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დღით ძალიან უკმაყოფილოა.

ევროკავშირმა გასული კვირების მანძილზე ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები მიიღო, რაც საკანონმდებლო და სტრუქტურულ ცვლილებებს ეხება, იმისთვის, რომ გააძლიეროს საკუთარი ინფრასტრუქტურა იმის მონიტორინგისთვის, თუ როგორ ხდება ევროკავშირის და დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შესრულება. მათ შორის, დააწესა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა სანქციების რეჟიმის დარღვევისთვის, ან თანამშრომლობისთვის სანქციების რეჟიმის თავის არიდებასთან. ასევე, შეგახსენებთ, რომ დეოლიგარქიზაციის მოთხოვნა შეეხება იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა შეეშვას ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემას და ხელი არ უნდა შეუშალოს დემოკრატიას. სანქცირების მიზეზი მხოლოდ რუსეთთან შესაძლო თანამშრომლობის დოკუმენტურად დამტკიცება კი არ იქნება, არამედ შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები პირველ რიგში ასანქცირებს სწორედ იმ ადამიანებს, ვინც საკუთარი გადაწყვეტილებით ხელს უშლის, ძირს უთხრის დემოკრატიას. ბევრად უფრო მარტივია ამერიკაში დასანქცირების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, ვიდრე ევროპაში. ისინი წინასწარ ბევრს არ საუბრობენ, მაგრამ როდესაც საჭირო იქნება, მარტივად აამუშავებენ ამ მექანიზმს. რაც არ უნდა ილაპარაკონ მისმა დაქირავებულმა, სამარცხვინო ხალხმა პარლამენტში და რამდენიც არ უნდა ეძახონ მეცენატი და ა.შ. ბიძინა ივანიშვილი არის რუსი ოლიგარქი, ქართული წარმომავლობის და მასზე გაცილებით ძლიერ ოლიგარქებს ძალიან მწარედ შეეხო დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების სისტემა. ჯერჯერობით შესაძლებლობების ფანჯარა არსებობს ივანიშვილისთვის, რადგან მას მხოლოდ აფრთხილებენ, რომ სანქციები შესაძლოა დადგეს დღის წესრიგში და უნდა მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რასაც დასავლეთი მისგან ელოდება და რამდენჯერაც გამოვა მისი დაქირავებული, სხვადასხვა კალიბრის, დაბალი ინტელექტის და სრულიად არაადეკვატური გამოცდილების მქონე ხალხი, ვისაც მიანდო ამ ქვეყნის მართვა და რამდენჯერაც სისულელეს იტყვის, რომ ევროპარლამენტში ევროპა არ არის წარმოდგენილი და ა.შ. იმდენჯერ ძალიან ცუდად შემოუბრუნდება ეს ბიძინა ივანიშვილს“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა