ვოლოდიმირ ზელენსკი - 64 უკრაინელი რუსეთის ტყვეობიდან დაბრუნდა

64 უკრაინელი, 64 მებრძოლი, მათ შორის 4 ოფიცერი და 60 რიგითი და სერჟანტი, რუსეთის ტყვეობიდან დაბრუნდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, დაბრუნებულებს შორის არიან მძიმედ დაჭრილებიც.

“ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ გავათავისუფლოთ და დავბრუნდეთ სახლში ყველა უკრაინელი მამაკაცი და ქალი, რომლებიც ჯერ კიდევ რუსეთში ტყვეობაში იმყოფებიან. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს გუნდს, რომელიც უზრუნველყოფს გაცვლის პროცესს”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მუშაობს და იბრძვის უკრაინელებისთვის და უკრაინისთვის.

„დიდება ყველას, ვინც იბრძვის ჩვენი ქვეყნისთვის! დიდება ყველას, ვინც თავისი გამბედაობითა და ეფექტურობით ავსებს სიტყვას, რომელიც ახლა მთელ მსოფლიოში ისმის - სიტყვას "უკრაინა", - აღნიშნა ზელენსკიმ.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა