ნორვეგია უკრაინას ხიდებს უგზავნის

ნორვეგია უკრაინას საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულ ტერიტორიებზე გადასასვლელის აღსადგენად ათ ხიდს უგზავნის, - ინფორმაციას უკრიანული მედია Ukravtodor-ის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ეს არის acrow/bailey ტიპის დროებითი ხიდები, რომლებიც შესაფერისია მძიმე მანქანების გადაადგილებისთვის. ისინი არა მხოლოდ დასახლებული პუნქტების დაკავშირების საშუალება იქნება, არამედ უზრუნველყოფენ ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდება, სასწრაფო დახმარების მანქანების გავლას და მოსახლეობის ევაკუაციას.
"ხიდები, რომელთა ჯამური ღირებულება 30 მილიონი ნორვეგიული კრონია (3 მილიონი დოლარი), ფინანსდება საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰუმანიტარული ბიუჯეტიდან. უკრაინაში მათი ჩამოსვლა იანვარშია მოსალოდნელი", - აცხადებენ Ukravtodor-ში.

























