უკრაინის თავდაცვის უწყება - ყირიმში რუსები სანაპირო ზოლს ნაწილობრივ ნაღმავენ, რათა არ დაუშვან უკრაინული დესანტის გადმოსხმა

ოკუპირებულ ყირიმში რუსები სანაპირო ზოლს ნაწილობრივ ნაღმავენ, რათა არ დაუშვან უკრაინული დესანტის გადმოსხმა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს.

“ოკუპირებულ ყირიმში რუსები სანაპირო ზოლის დამატებით გამაგრებას ცდილობენ, რადგან უკრაინული დესანტის გადმოსხმის ეშინიათ. კერძოდ, სოფელ მოლოჩნოესთან (საკის რაიონი) მდებარე სანაპიროს გასწვრივ დანაღმული ველების, სანგრებისა და თხრილების ქსელი კეთდება”, - წერია განცხადებაში.

ამას გარდა, უკრაინის დაზვერვა აღნიშნავს, რომ ოკუპანტები ტანკსაწინააღმდეგო ტეტრაედრების დაყენებას აგრძელებენ, რათა მძიმე ტექნიკის წინსვლა შეაჩერონ.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი