ხატია დეკანოიძე - შიმშილობის კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი - ჩემმა მეგობრებმა გადაწყვიტეს ინდივიდუალური თავგანწირვის აქტი, ვეცადე გადარწმუნებას, მაგრამ არ გამომივიდა

მე შიმშილობისკენ არასდროს არავის მოვუწოდებ, ეს კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის, მაგრამ მათი გადაწყვეტილება ჩემთვის არის დასაფასებელი - არ მგონია, რომ "ქართული ოცნება" შეიგნებს იმას, რამდენად მძიმედ მიდის ქვეყანაში პროცესები, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ თანაგუნდელების შიმშილობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, იდეა შიმშილობის თაობაზე ფრაქციაში გუშინ გაჟღერდა, რისი კატეგორიული წინააღმდეგიც იყო.

"ვიყავი კატეგორიული წინააღმდეგი, ჯერ კიდევ გუშინ, როცა მიხეილ სააკაშვილი შიმშილობდა, ჩემს მეგობრებს ჰქონდათ შიმშილობის იდეა. მათ დღეს ინდივიდუალური გადაწყვეტილება მიიღეს. მე პირადად და რამდენიმე ადამიანი ფრაქციაში კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავით, ჯანმრთელობის ნებისმიერი დაზიანების მიმდინარეობისას ვარ წინააღმდეგი და ისინი ჩემი მეგობრები არიან. განსაკუთრებით ვნერვიულობ ანიზე, არ მიწყენენ, ალბათ ჩემი მეგობრები, განსაკუთრებით ბევრი ვეცადე, რომ ანი გადამერწმუნებინა, მაგრამ ანის ძალიან ემოციური ფონი აქვს და ყველა ჩვენგანს აქვს ემოციური ფონი. მიხეილ სააკაშვილის ამ მდგომარეობაში ჩაგდება, რასაც უკეთებს მას საქართველოს ხელისუფლება, ადამიანები, ვინც არიან ადამიანის უფლებების დამრღვევები და სისხლის სამართლის დანაშაულს ვინც სჩადიან, საზოგადოებისთვის არის ძალიან მძიმე და ჩვენთვისაც ემოციურად არის ძალიან მძიმე, ამიტომ მათ გადაწყვიტეს ინდივიდუალური თავგანწირვის აქტი - შიმშილობა განახორციელონ, ვეცადე გადარწმუნებას, მაგრამ სამწუხაროდ არ გამომივიდა.

ეს არის ინდივიდუალური გადაწყვეტილება, პოლიტიკური აქტი, რომელიც არის ძალიან მძიმე, მაგრამ ამ ადამიანებმა გადაწყვიტეს თავგანწირვა ასე გამოხატონ და ვფიქრობ, ყველას სადაც შეუძლია, როგორც შეუძლია ისე უნდა გამოხატოს პროტესტი. მე არასდროს შიმშილობისკენ არავის მოვუწოდებ, ეს კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის, მაგრამ მათი გადაწყვეტილება ჩემთვის არის დასაფასებელი. ნამდვილად არ მგონია, რომ "ქართული ოცნება" შეიგნებს იმას, რამდენად მძიმედ მიდის ქვეყანაში პროცესები, მაგრამ ყველა უნდა დაფიქრდეს იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის ასეთ მდგომარეობაში ჩაგდება, სიახლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, არის საქართველოს სახელმწიფოს და სახელმწიფოებრიობის შეურაცხყოფა, ყველა მოქალაქის შეურაცხყოფა", - განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისათვის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა, ანა წითლიძემ, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვმა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს.

30.06.2025 / 09:10

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2025
ეროვნული გამოცდების წინ, საბანკო ასოციაცია აბიტურიენტებს წარმატებას უსურვებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა
ევროპის უმაღლესი განათლების კვირეულის ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „განათლება - კეთილდღეობის კატალიზატორი“ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა
სპეციალური შეთავაზება - Hyundai Santa Fe 15 000-ლარიანი ფასდაკლებით
5 ივლისს დიდი ფასდაკლების დღე „არქი ჰორაიზონის“ პრემიუმ კომპლექსის ბინებზე