ნიკოლოზ ვაშაკიძე - როდესაც პირადი შეხება მომიხდა გადამწყვეტ ფიგურებთან, ივანიშვილის ჩათვლით, მივხვდი საითკენ წაიყვანდნენ ქვეყანას - ხელისუფლების შეცვლის დღიდან საგარეო საქმეთა სამინისტროში მოიყვანეს გაუგებარი პიროვნება, რომელიც რუსულად საუბრობდა

როდესაც მომიხდა პირადი შეხება გადამწყვეტ ფიგურებთან, ივანიშვილის ჩათვლით, მაშინვე მივხვდი, რა ადამიანებთან მაქვს საქმე, რა მსოფლმხედველობის ადამიანებთან, რა არის მათი რეალური განწყობა და საითკენ წაიყვანდნენ ქვეყანას , - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ნიკოლოზ ვაშაკიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ საგარეო უწყებიდან წასვლის მიზეზებზე საუბრისას განაცხადა.

ნიკოლოზ ვაშაკიძემ გადაცემაში მისი საგარეო უწყებიდან წასვლის მიზეზები გაიხსენა და აღნიშნა, რომ მისთვის შოკისმომგვრელი იყო, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ კადრების დეპარტამენტის დირექტორად „გაუგებარი“ ადამიანი დანიშნა, რომელმაც ქართული არ იცოდა, მხოლოდ რუსულად ლაპარაკობდა და მანამდე არანაირი შეხება არც სახელმწიფო სამსახურთან და არც დიპლომატიასთან არ ჰქონდა.

„პირდაპირ ღიად განაცხადა ივანიშვილმა მაშინ, რომ სომხეთი უნდა იყოს საქართველოსთვის მაგალითი საგარეო პოლიტიკის საწარმოებლად, მაშინ, როდესაც სომხეთი მთლიანად იმყოფებოდა რუსეთის "ფარვატერში" და არ ჰქონდა პრეტენზიები, არც ნატო-ში და არც ევროკავშირში, გაწევრიანებაზე, პრაქტიკულად რუსეთის სატელიტი იყო. როდესაც ოფიციალურად ამას აცხადებ და ამდენის უფლებას აძლევ შენს თავს, არაოფიციალურად, რა განწყობა გაქვს, ხომ გასაგებია.

საგარეო საქმეთა სამინისტროში, ერთ-ერთ ყველაზე უსტრატეგიულეს უწყებაში დღიდან ხელისუფლების შეცვლისა, კადრების დეპარტამენტის დირექტორად მოიყვანეს აბსოლუტურად გაუგებარი პიროვნება, რომელმაც ქართული არ იცოდა და თანამშრომლებთან და თათბირებზე საუბრობდა რუსულად, სერიოზული ეჭვები არსებობს, რატომ და როგორ? - ამ ადამიანის ხელში ჩააგდეს მთლიანად მთელი სენსიტიური ინფორმაცია, რაც მთელ ჩვენს დიპლომატიურ კადრებს და ჩვენს საქმიანობას შეეხებოდა, რა დასკვნა უნდა გამოვიტანო აქედან? - მგონი, საქართველოს მოქალაქე იყო, მაგრამ ქართული არ იცოდა, ეს ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო. საიდან, რა მექანიზმებით მოხვდა ეს ადამიანი ამ თანამდებობაზე? მით უმეტეს რომ მანამდე არანაირი შეხება არც სახელმწიფო სამსახურთან და არც დიპლომატიასთან არ ჰქონდა. პირველი ნაბიჯი ამ ხელისუფლების ეს იყო. სხვა მაგალითებიც ხომ ვიცით, როგორ მოხდა რუსეთის აგენტურის პოლიტპატიმრების სტატუსით გათავისუფლება ციხიდან“, - განაცხადა ნიკოლოზ ვაშაკიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება