ოლექსი რეზნიკოვი - რუსები იერიშის შემდეგი ტალღის დაწყებას, სავარაუდოდ, თებერვალში გეგმავენ

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, რუსეთი ახალ მასშტაბურ იერიშს თებერვალში გეგმავს. ამის შესახებ მან The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა.

“[წვევამდელები] მინიმუმ სამი თვე ემზადებიან. ეს ნიშნავს, რომ ისინი იერიშის შემდეგი ტალღის დაწყებას, სავარაუდოდ, თებერვალში გეგმავენ, როგორც წინა წელს. ეს მათი გეგმაა”, - განაცხადა რეზნიკოვმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას ახლა წარმატებით შეუძლია ინფრასტრუქტურის საკვანძო ობიექტების წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის სარაკეტო თავდასხმებისგან თავის დაცვა, ჩნდება იმის მტკიცებულებები, რომ კრემლი ახალ ფართო იერიშს გეგმავს.

რუსეთში 300 ათასი სამხედროს მობილიზაციის შესახებ საუბრისას რეზნიკოვმა ივარაუდა, რომ მათი ნახევარი მინიმალური წვრთნის შემდეგ მოსკოვის მიერ ბრძოლის ველზე განცდილი წარუმატებლობების შედეგად ძალების გასამყარებლად გამოიყენება, ხოლო მეორე ნახევარი კი უფრო საფუძვლიან წვრთნას გადის სამომავლო საიერიშო მოქმედებებისთვის.

რეზნიკოვის ვარაუდით, ნაწილობრივი მობილიზაციის შემდეგ რუსეთი გააგრძელებს საკუთარი მოქალაქეები მობილიზაციას.

მინისტრმა რუსეთის ხელმძღვანელობის ძირითადი ტაქტიკა როგორც “ხორცსაკეპი” აღწერა, როდესაც ბრძოლაში რაც შეიძლება მეტ ადამიანს ისვრიან იმის იმედით, რომ რიცხობრივად ნაკლებ უკრაინულ ძალებს გადაწონიან.

“ეს რომ ხორცსაკეპი ხორცსაკეპის წინააღმდეგ ყოფილიყო, ჩვენ წავაგებდით. შეცდომა იყო ჩვენი, როგორც პატარა საბჭოური არმიის აღქმა, რომელიც დიდ საბჭოურ არმიას ეომება. რა თქმა უნდა, დიდი საბჭოური არმია მოიგებდა, ხოლო პატარა საბჭოური არმია წააგებდა, მაგრამ ჩვენ საბჭოური არმია არ ვართ”, - თქვა რეზნიკოვმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ახლა ჰაერში უკრაინა რუსეთს უგებს. მისი თქმით, ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა თავისი ეფექტიანობა 50%-დან 80%-მდე გაზარდეს.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა