პენტაგონი „პატრიოტის“ სისტემების შესაძლო გადაცემაზე - რუსეთს არ მივცემთ საშუალებას  გვიკარნახოს, რა სამხედრო დახმარებას გადავცემთ უკრაინას

პენტაგონის პრესსპიკერი, პეტ რაიდერი უკრაინისთვის „პატრიოტის“ სარაკეტო სისტემების შესაძლო მიწოდებასან დაკავშირებით რუსეთის საელჩოს განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთი ვერ უკარნახებს შეერთებულ შტატებს რა სამხედრო ტექნიკა გაუგზავნოს უკრაინას.

რაიდერმა აღნიშნა, რომ ირონიას იწვევს, როცა რუსეთი, რომელიც თავს დაესხა თავის მეზობელს, ანადგურებს მშვიდობიან მოსახლეობას და უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, იყენებს სიტყვა პროვოკაციას იმ სისტემების ასაღწერად, რომელთა დანიშნულება სიცოცხლის გადარჩენაა.

“რუსეთს არ მივცემთ საშუალებას გვიკარნახოს, რა სამხედრო დახმარებას გადავცემთ,” - აღნიშნა პეტ რაიდერმა.

მისი თქმით, რუსეთი არის აგრესორი და შეუძლია უკრაინიდან ჯარების გაყვანა, რითაც შეაჩერებს ომს.

შეგახსენებთ, ვაშინგტონში რუსეთის საელჩოს განცხადებით, თუ შეერთებული შტატები კიევში „პატრიოტის“ სარაკეტო სისტემებს გაგზავნის, ეს იქნება კიდევ ერთი პროვოკაციული ნაბიჯი, რომელმაც, შეიძლება, არაპროგნოზირებადი შედეგები გამოიწვიოს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?