უკრაინის გენშტაბი - რუსულმა ძალებმა ტოკმაკში მნიშვნელოვანი ზარალი განიცადეს, ქალაქში მობილური კრემატორიუმები მუშაობს

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქში, ტოკმაკში მნიშვნელოვანი ზარალი განიცადეს, რის გამოც ქალაქში მობილური კრემატორიუმები მუშაობს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

„14 დეკემბერს, ზაპოროჟიეს ოლქის ტოკმაკის დასახლებული პუნქტის ტერიტორიაზე უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 10-მდე სხვადასხვა ტიპის სამხედრო ტექნიკა. ქალაქში რუსული მობილური კრემატორიუმების მუშაობა ფიქსირდება“, - აცხადებენ გენშტაბში.

უწყება ასევე ავრცელებს ინფორმაციას ხერსონის ოლქის ლაზურნეს დასახლებაში 30 ოკუპანტის განადგურების შესახებ. ამასთან, უკრაინის გენშტაბის ცნობით, ლუგანსკის ოლქის ქალაქ კადიევკაში 11 დეკემბერს 60-მდე რუსი სამხედრო დაიღუპა.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი