მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა საფრანგეთის ხელისუფლებას, სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად, ყველა ბერკეტის გამოყენების თხოვნით მიმართეს

საფრანგეთის საელჩოსთან, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები შეიკრიბნენ და საფრანგეთის ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად, ყველა ბერკეტის გამოყენების თხოვნით მიმართეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის, გიორგი მუმლაძის განცხადებით, საფრანგეთის ხელისუფლებას ყოფილი პრეზიდენტის გადარჩენის საკითხში, ზეწოლის თვალსაზრისით, ყველაზე მეტი შესაძლებლობა აქვს.

„ეს არის თხოვნის აქტი. აქ მოვედით იმისთვის, რომ საფრანგეთის ხელისუფლებას ვთხოვოთ, რომ მაქსიმალურად ჩაერთონ და მთელი თავისი ბერკეტი გამოიყენონ იმისათვის, რომ არ მოგვიკვდეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია. აქ იმიტომ შევიკრიბეთ, რომ ქვეყნის არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა, სალომე ზურაბიშვილი კი ფრანგია. ამიტომ ზეწოლის თვალსაზრისით, ყველაზე მეტი შესაძლებლობა სწორედ საფრანგეთს აქვს. ელჩს ვთხოვთ, მაქსიმალურად ჩაერთოს ამ საკითხებში,“ - განაცხადა გიორგი მუმლაძემ.

ადგილზე შეკრებილებს საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენელი გაესაუბრა. როგორც გიორგი მუმლაძე აღნიშნავს, საელჩოს წერილობითი თხოვნითაც მიმართავენ.

ამასთან, მუმლაძემ ხვალ, 15:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია დააანონსა.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა