კრივოი-როგში რუსულ სარაკეტო თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა

კრივოი-როგში რუსულ სარაკეტო თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა

კრივოი-როგში რუსული ძალების მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, - ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვალენტინ რეზნიჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისივე თქმით, თავდასხმის შედეგად მინიმუმ ორი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი - დაშავდა.

„მტრის მასიური თავდასხმა ოლქზე. კრივოი-როგში რუსული რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. სადარბაზო განადგურდა“, - აღნიშნა რეზნიჩენკომ.

მისი ინფორმაციით, დაშავებულებს შორის ორი ბავშვია.