სალომე სამადაშვილი -  „ქართული ოცნების“ პოზიცია არის ნათელი - გადაწყვეტილი აქვთ მიხეილ სააკაშვილი დაიღუპოს საპატიმროში, რაც დღევანდელ მოსმენაზე ნათლად გამოჩნდა

"ქართული ოცნების" პოზიცია, მინისტრიანად, ივანიშვილიანად და ვლადიმერ პუნტინთან ერთად, არის ნათელი - მათ გადაწყვეტილი აქვთ მიხეილ სააკაშვილი დაიღუპოს საპატიმროში, ეს მინისტრის მოსმენაზე ნათლად გამოჩნდა , - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მმართველ გუნდთან და მინისტრთან არანაირი აზრი არ აქვს საუბარს.

"საზოგადოებამ უნდა მოუსმინოს ჩემს შეკითხვას, ასევე იუსტიციის ე.წ. მინისტრის პასუხს, რომელიც არის კრიმინალი, მან დაარღვია პატიმრის უფლებები, გარდა ამისა, ის საჭიროებს რაღაც ტიპის სამედიცინო დახმარებას, რადგან ჩემი შეკითხვა იყო, თუ რა არის მისი გეგმა, რომ სააკაშვილის სიცოცხლე გადარჩეს, მე გასული ვიყავი დარბაზიდან და ამაზე პასუხად, მინისტრმა დაიწყო დარბაზში თურმე კითხვა რომელიღაც საქმის ამონარიდების, რაც შეეხება ადამიანის წამებას. იმის ნაცვლად პასუხი გაეცა ორი კითხვისთვის: თუ აპირებს საერთაშორისო ექსპერტიზის მოწვევას, რათა მოვისმინოთ პასუხი, სავარაუდოდ, შესაძლოა მისი თანამონაწილეობით სააკაშვილი მოწამლეს თუ არა და როგორ აპირებს სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას, ამაზე პასუხი არ აქვს, რადგან ცხადია, რომ ის არის თანამონაწილე სააკაშვილის მკვლელობის მცდელობის და თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, რომ ეს ასე არ არის, ალბათ, დარწმუნდა ამაში, რადგან მე ვერ გავიგე ამ შეკითხვაზე რა პასუხი იყო მისი მხრიდან. საუბარი იმაზე რა დანაშაულს ჰქონდა ადგილი წინა ხელისუფლების დროს და შესაძლოა ჰქონდა, კითხვა ეხებოდა პატიმარი სააკაშვილის სიცოცხლის და ჯანმრთელობის საკითხს. მგონი, „ქართული ოცნების“ პოზიცია მინისტრიანად, ივანიშვილიანად და ვლადიმერ პუნტინთან ერთად არის ნათელი - მათ გადაწყვეტილი აქვთ მიხეილ სააკაშვილი დაიღუპოს საპატიმროში, ეს ამ მოსმენაზე ნათლად გამოჩნდა, არანაირი აზრი ამ ხალხთან საუბარს, თუ რა გამოსავალი შეიძლება იყოს მოძებნილი, არ აქვს, ეს დაადასტურა ბრეგაძემ, რომელიც ადრე თუ გვიან აუცილებლად წარდგება სასამართლოს წინაშე, მათ შორის, საერთაშორისო სასამართლოს წინაშე", - განაცხადა სამადაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მითითებით მანდატურმა ოპოზიციონერ დეპუტატს სალომე სამადაშვილს პლენარულ სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.

სალომე სამადაშვილმა გააპროტესტა იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის გადაწყვეტილება პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზიდან წაეკითხა ერთ-ერთი მსჯავრდებულის საქმიდან ამონარიდი, რომელიც წამებასა და გაუპატიურებას ასახავს. სალომე სამადაშვილი რამდენჯერმე სცადა მინისტრის გაჩერება და მიმართა, რომ აღნიშნულის წაკითხვა საჭირო არ იყო.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო