რატი ბრეგაძე განმარტავს, რატომ ვერ მოხერხდა მიხეილ სააკაშვილის ჩართვა სასამართლოზე

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჩართვა ტექნიკური პრობლემის გამო ვერ მოხერხდა.

მან პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განმარტა, თუ რატომ გადაიდო მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი.

„იყო ორი მიზეზი: პირველი, ეს იყო ტექნიკური პრობლემა, რომელზეც ნამდვილად არ მინდა აქ ვისაუბრო, შემიძლია სხვა ვითარებაში, ამის შესახებ გითხრათ. რატომ გადაიდო სასამართლო პროცესი - მოგეხსენებათ, ჩვენ წინა დღეს მივიღეთ დაახლოებით 5 500 გვერდი და ჩვენმა წარმომადგენელმა დააყენა შუამდგომლობა, რომ გასაცნობად გარკვეული პერიოდი სჭირდებოდა. ერთ და ორ დღეში ამხელა მასალას ფიზიკურად ვერ გაეცნობოდა. რაც შეეხება იმას, შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილებულიყო თუ არა, ეს არის სასამართლოს მსჯელობის საგანი. სწორედ სასამართლომ იმსჯელა ამ საკითხზე და ძალიან გთხოვთ, ნურავინ მიაბამთ ამას სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რადგან თუკი ტექნიკური მიზეზის გამო ვერ მოხერხდებოდა პროცესის დისტანციურად ჩატარება, იყო შესაძლებლობა, რომ პროცესი კლინიკაში ჩატარებულიყო. მისთვის ეს საშუალება ჩვენ არ შეგვიზღუდავს. შესაბამისად, რაიმე სახის ლაპარაკი იმაზე, რომ მას სამართლიანი სასამართლოს უფლება შეეზღუდა, სრულიად უადგილო და მტკიცებულებას მოკლებულია“, - განაცხადა ბრეგაძემ.

გარდა ამისა, მან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ექიმების პრეროგატივაა.

„რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამისთვის არის საავადმყოფო. პრაქტიკულად, იქაური ექიმები რეგულარულ რეჟიმში ამის შესახებ შესაბამის განცხადებებს აკეთებენ. მე მათ განცხადებებს ვეყრდნობი, რასაც ისინი აკეთებენ იმიტომ, რომ პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნავს მედპერსონალი, ხოლო ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ბუნებრივია, როდესაც საჭიროა ადამიანისთვის სამედიცინო მომსახურების მიწოდება, უზრუნველვყოფთ და ამის ნათელი დასტური არის. თუკი ადამიანს სჭირდება მკურნალობა ის საავადმყოფოში იმყოფება.

როდესაც წამებაზე ვსაუბრობდი, ეძღვნებოდა იმ ქალბატონს [სალომე სამადაშვილს], რომელმაც დარბაზი დატოვა, ნამდვილად ვერ მივცემ იმის უფლებას, რომ „მწამებლები“ გვეძახოს და მოსახლეობას დაავიწყოს სინამდვილეში ის, რასაც მათი რეჟიმი აკეთებდა“, - განაცხადა ბრეგაძემ.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

რატი ბრეგაძე განმარტავს, რატომ ვერ მოხერხდა მიხეილ სააკაშვილის ჩართვა სასამართლოზე

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჩართვა ტექნიკური პრობლემის გამო ვერ მოხერხდა.

მან პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განმარტა, თუ რატომ გადაიდო მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი.

„იყო ორი მიზეზი: პირველი, ეს იყო ტექნიკური პრობლემა, რომელზეც ნამდვილად არ მინდა აქ ვისაუბრო, შემიძლია სხვა ვითარებაში, ამის შესახებ გითხრათ. რატომ გადაიდო სასამართლო პროცესი - მოგეხსენებათ, ჩვენ წინა დღეს მივიღეთ დაახლოებით 5 500 გვერდი და ჩვენმა წარმომადგენელმა დააყენა შუამდგომლობა, რომ გასაცნობად გარკვეული პერიოდი სჭირდებოდა. ერთ და ორ დღეში ამხელა მასალას ფიზიკურად ვერ გაეცნობოდა. რაც შეეხება იმას, შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილებულიყო თუ არა, ეს არის სასამართლოს მსჯელობის საგანი. სწორედ სასამართლომ იმსჯელა ამ საკითხზე და ძალიან გთხოვთ, ნურავინ მიაბამთ ამას სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რადგან თუკი ტექნიკური მიზეზის გამო ვერ მოხერხდებოდა პროცესის დისტანციურად ჩატარება, იყო შესაძლებლობა, რომ პროცესი კლინიკაში ჩატარებულიყო. მისთვის ეს საშუალება ჩვენ არ შეგვიზღუდავს. შესაბამისად, რაიმე სახის ლაპარაკი იმაზე, რომ მას სამართლიანი სასამართლოს უფლება შეეზღუდა, სრულიად უადგილო და მტკიცებულებას მოკლებულია“, - განაცხადა ბრეგაძემ.

გარდა ამისა, მან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ექიმების პრეროგატივაა.

„რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამისთვის არის საავადმყოფო. პრაქტიკულად, იქაური ექიმები რეგულარულ რეჟიმში ამის შესახებ შესაბამის განცხადებებს აკეთებენ. მე მათ განცხადებებს ვეყრდნობი, რასაც ისინი აკეთებენ იმიტომ, რომ პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნავს მედპერსონალი, ხოლო ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ბუნებრივია, როდესაც საჭიროა ადამიანისთვის სამედიცინო მომსახურების მიწოდება, უზრუნველვყოფთ და ამის ნათელი დასტური არის. თუკი ადამიანს სჭირდება მკურნალობა ის საავადმყოფოში იმყოფება.

როდესაც წამებაზე ვსაუბრობდი, ეძღვნებოდა იმ ქალბატონს [სალომე სამადაშვილს], რომელმაც დარბაზი დატოვა, ნამდვილად ვერ მივცემ იმის უფლებას, რომ „მწამებლები“ გვეძახოს და მოსახლეობას დაავიწყოს სინამდვილეში ის, რასაც მათი რეჟიმი აკეთებდა“, - განაცხადა ბრეგაძემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია