შვეიცარია რუსული ნავთობის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს უერთდება

შვეიცარია რუსული ნავთობის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს უერთდება. ამის შესახებ შვეიცარიის ფედერალური საბჭოს პრეს-რელიზშია ნათქვამი.

“უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სამხედრო აგრესიისა და სტაბილურობის დამრღვევი ქმედებების საპასუხოდ 3 დეკემბერს ევროკავშირი შეთანხმდა მიეღო ახალი სანქციები, რომლებიც რუსული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტებზე ფასების შეზღუდვას ეხება. ეს გულისხმობს ისეთი პროდუქტების ტრანსპორტირებაზე აკრძალვას, რომლებიც ზედა ზღვარზე ძვირად იყიდება, სავაჭრო და საშუამავლო სერვისებზე აკრძალვას. 16 დეკემბერს ფედერალურმა საბჭომ მიიღო ეს დებულებები და შვეიცარიის ზომები ევროკავშირის ზომებთან შეუსაბამობაში მოიყვანა”, - წერია განცხადებაში.

გარდა ამისა, შვეიცარიამ ფინანსური შეზღუდვები დაუწესა ორ ორგანიზაციას, ასევე ფინანსური და სამოგზაურო შეზღუდვები დაუწესა ორ ადამიანს: ეს ზომები ირანელ პირებსა და ორგანიზაციებს ეხება, რომლებიც ევროკავშირმა 14 დეკემბერს დაასანქცირა უპილოტო საფრენი აპარატების შემუშავებასა და რუსეთისადმი მიწოდებისთვის.

შვეიცარიის სანქციები ძალაში 16 დეკემბრიდან შედის.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება