საბერძნეთი მზადაა, უკრაინას საჰაერო თავდაცვის C-300 სისტემები მიაწოდოს, თუ აშშ კუნძულ კრეტაზე Patriot-ის სისტემებს განალაგებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული გამოცემა Pronews.gr საბერძნეთის თავდაცვის მინისტრ ნიკოლაოს პანაიოტოპულოსზე დაყრდნობით ავრცელებს.
“თუ აშშ კუნძულზე [კრეტაზე] Patriot-ის სისტემას დააყენებს და მას შემდეგ, რაც იგი ინტეგრირებული იქნება - საჰაერო თავდაცვის ეროვნულ სისტემასთან შეერთებული, მაშინ შესაძლებელი იქნება C-300-ის მოხსნა. იგივე პროცედურა გამოიყენება რუსული წარმოების ნებისმიერ სხვა საჰაერო თავდაცვის სისტემასთან მიმართებით, რომლის, სავარაუდოდ, გაგზავნას ისინი უკრაინაში მოინდომებენ”, - განაცხადა პანაიოტოპულოსმა საბერძნეთის თავდაცვის სამინისტროს სხდომაზე.
გამოცემა აღნიშნავს, რომ თავდაცვის მინისტრის სიტყვებიდან გამომდინარეობს, რომ Patrio-ის სისტემების მიწოდების შემთხვევაში საბერძნეთს შესაძლებლობა ექნება უკრაინას რუსული წარმოების სხვა საჰაერო თავდაცვის სისტემებიც მიაწოდოს - Тор-М1 და Оса-АКМ.
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ პანაიოტოპულოსი საუბრობდა არა Patriot სისტემის შესყიდვაზე, არამედ მხოლოდ აშშ-ის მიერ მის დაყენებაზე, რაც ნიშნავს, რომ კუნძულ კრეტაზე დაყენების შემთხვევაში საჰაერო თავდაცვის ეს სისტემები ამერიკელების კონტროლის ქვეშ იქნება.