თეთრი სახლი ადასტურებს, რომ კონგრესს უკრაინისთვის დამატებით 38 მილიარდი დოლარის გამოყოფის თხოვნით მიმართეს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა უკრაინას დამატებითი 38 მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარება გაუგზავნოს - პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს შესაბამისი მოთხოვნა უკვე გაუგზავნა, - ინფორმაციას მედიასაშუალებები ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველზე, ჯეიკ სალივანზე დაყრდნობით ავრცელებს.

სალივანის განცხადებით, ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს უკრაინას მიაწოდოს ყველა საშუალება მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. ამ მიზნით კონგრესს გაეგზავნა თხოვნა, უკრაინისთვის დამატებით 38 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ, რომელიც სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას მოხმარდება.

„ვიცით, რომ ჩვენი ამოცანაა გავაგრძელოთ ჩვენი სამხედრო მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, რათა ისინი იყვნენ საუკეთესო შესაძლო პოზიციაზე ბრძოლის ველზე და თუ და როცა მომწიფდება დიპლომატია - მოლაპარაკებების მაგიდასთან“, - აღნიშნა ჯეიკ სალივანმა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
გიორგი ლაბაძე - „ქართულ ოცნებას“ ტრამპის მსგავსად ჰარისის გუნდიც მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
„საქკაბელი“ საზღვაო გადაზიდვით საექსპორტო ქსელს აფართოებს
შეიძინე სასურველი პროდუქცია კარფურიდან Wolt-ისა და Glovo-ს აპლიკაციების მეშვეობით და მიიღე დამატებითი სარგებელი