უკრაინელი მეთაური - უკრაინა რუსეთის მიერ ჩრდილოეთის მხრიდან შესაძლო შემოჭრისთვის ემზადება

რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში ჩრდილოეთის მხრიდან შეჭრას შეეცადოს, - ამის შესახებ უკრაინელმა მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ანდრეი კოვალჩუკმა განაცხადა.

მისი თქმით, შესაძლოა მოხდეს უსასტიკესი ბრძოლები და მან დასავლელ მოკავშირეებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ უკრაინას ლეტალური იარაღის მიწოდებით.

ანდრეი კოვალჩუკის თქმით, რუსული ძალები შესაძლოა შეეცადონ უკრაინაში ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან შეჭრას და შესაძლოა, ეს 24 თებერვალს, ქვეყანაში შეჭრის წლისთავზე განახორციელონ.

„ვითვალისწინებთ ასეთ ვარიანტებს, ასეთ სცენარებს. ჩვენ ამისთვის ვემზადებით. ვცხოვრობთ იმ ფიქრით, რომ ისევ დაგვესხმებიან თავს“, - აღნიშნა უკრაინელმა გენერალმა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება