ნიკა მელია - “ქართულმა ოცნებამ” უმძიმესი დარტყმა მიიღო ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებით - მოლოდინი ჰქონდათ, რომ სააკაშვილი გამტყუნდებოდა

„ქართული ოცნება” წარმოადგენს ძალას, რომელმაც გუშინ მიიღო უმძიმესი დარტყმა ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების სახით,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, “ქართულ ოცნებას” მოლოდინი ჰქონდათ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გამტყუნდებოდა.

„მათ სისრულეში ვერ მოიყვანეს ის გადაწყვეტილება, რომელიც ეგონათ, რომ უკვე მიღებულო იყო, სადაც გამტყუნდებოდა პრეზიდენტი სააკაშვილი, გამტყუნდებოდნენ გმირი სამხედროები, რომელთა ნაწილი დღეს უკრაინაში იბრძვის და ბრალი დაედებოდათ ომის წამოწყებაში 2008 წელს. ბატონი მდინარაძე ან კობახიძე რა კომენტარს გააკეთებს, აბსოლუტურად უინტერესოა”,- განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის, კარიმ ხანის განცხადებით, აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების ეტაპი დაასრულა, თუმცა კვლავ მიმდინარეობს სამუშაოები ეჭვმიტანილი პირების: მიხაილ მინძაევის, გამლეტ გუჩმაზოვისა და დავიდ სანაკოევის სასამართლოში წარსადგენად.

„დღეს შემიძლია დავადასტურო, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეების გარდა, ჩემი ოფისი აღარ გააგრძელებს გამოძიებას ახალი მიმართულებით საქართველოს სიტუაციის ფარგლებში სხვა პირთა სავარაუდო სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან ან სხვა ქმედებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ვინაიდან გარემოებები არსებითად არ შეცვლილა, საქართველოს სიტუაციის გამოძიების ეტაპი დასრულდა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მე უკვე ვაცნობე საქართველოს ხელისუფლებას”,- აღნიშნულია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო