უკრაინული ძალების მიერ 98 280 რუსი სამხედროა ლიკვიდირებული

უკრაინული ძალების მიერ 24 თებერვლიდან დღემდე, 98 280 რუსი სამხედროა ლიკვიდირებული. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

ამასთან, უწყება ავრცელებს ინფორმაციას რუსული ძალების ქვეყანაში შეჭრის დღიდან უკრაინული მხარის მიერ ოკუპანტების კუთვნილი სხვადასხვა სახის ტექნიკის განადგურების შესახებ.

„უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს: 2987 ტანკი, 5963 ჯავშანტექნიკა, 1948 ერთეული საარტილერიო სისტემა, 410 ერთეული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 211 ერთეული საჰაერო თავდაცვის სისტემა, 281 საბრძოლო თვითმფრინავი, 264 ვერტმფრენი, 1649 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, 16 გემი/ნავი, 4579 სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი, 174 ერთეული სპეცტექნიკა და 65 653 ფრთოსანი რაკეტა“, - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობითვე, რუსმა აგრესორებმა ყველაზე დიდი დანაკარგი ბოლო დღის განმავლობაში ლიმანისა და ბახმუტის მიმართულებით განიცადეს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო