რუსეთის თავდაცვის უწყება აცხადებს, რომ სერგეი შოიგუ უკრაინაში „სპეცოპერაციის ზონაში“ იმყოფებოდა

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ უკრაინაში, ე.წ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ მონაწილე ჯარების ინსპექტირება მოახდინა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს გაავრცელა.

„რუსეთის არმიის მეთაურმა ჯარების განლაგების ტერიტორიები და რუსული ქვედანაყოფების მოწინავე პოზიციები შეამოწმა სპეცოპერაციის ზონაში“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

ამასთან, სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ შოიგუ სამხედროებს გაესაუბრა, თუმცა, უცნობია, როდის შედგა ეს ვიზიტი ან ეწვია თუ არა რუსეთის თავდაცვის მინისტრი თავად უკრაინას.

განცხადებასთან ერთად გამოქვეყნებულ მოკლე ვიდეოში ნაჩვენებია სამხედრო ვერტმფრენში მყოფი შოიგუ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს