კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის სარაკეტო თავდასხმების შემდეგ, ელექტროენერგია კიევის მოსახლეობის ნახევარს მიეწოდება

რუსეთის სარაკეტო თავდასხმების შემდეგ, კიევის ოლქში ელექტროენერგიის გარეშე ჯერ კიდევ 600 000-ზე მეტი ადამიანია დარჩენილი. ამის შესახებ უკრაინულ მედიას კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლექსი კულებამ განუცხადა.

"კიევის ოლქი სარაკეტო თავდასხმების შემდეგ ფეხზე წამოდგომას აგრძელებს. სამწუხაროდ, ამ დროისთვის კიევის ოლქის მომხმარებლების მხოლოდ ნახევარს მიეწოდება ელექტროენერგია. შესაბამისად, 50% ახლა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი“, - აღნიშნა კულებამ.

მისივე თქმით, ბოლო ორი დღეა ინჟინრები შეუჩერებლად მუშაობენ ელექტროენერგიის მიწოდების აღსადგენად.

გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„საქკაბელმა“ ჩეხეთის რესპუბლიკაში ექსპორტი განახორციელა
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ მეორე ნახევარკუნძულის მშენებლობა დაიწყო