ბახმუტის მიმართულება მთავარია. ჩვენ ვინარჩუნებთ ქალაქს, თუმცა ოკუპანტები ყველაფერს აკეთებენ, რომ იქ ერთი დაუზიანებელი კედელიც არ დარჩეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინული ძალები ქვეყნის სამხრეთ ნაწილში თანდათან ამცირებენ მოწინააღმდეგის პოტენციალს.
„ზაპოროჟიეს, ხერსონის ოლქებში, ზოგადად სამხრეთით - თანდათან ვამცირებთ ოკუპანტების პოტენციალს. მინუს იარაღის საწყობები, მინუს რუსული არმიის ლოგისტიკა”, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, აგრესიის დასრულებისთვის საჭიროა საჰაერო თავდაცვა.
„საჰაერო თავდაცვა მუდმივი პრიორიტეტია და ამას კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ. ძვირფასო პარტნიორებო! ჩვენი ცის სრულად დაცვაში დახმარებით, უფრო თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემების საკმარისი რაოდენობით მიწოდებით, შეგიძლიათ ტერორისტულ სახელმწიფოს ჩამოართვათ ტერორის მთავარი ინსტრუმენტი. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნაბიჯი, რომელიც აგრესიის დასასრულს დააჩქარებს. რუსეთს მოუწევს აგრესიის შეწყვეტის გზით სვლა, როცა სარაკეტო დარტყმის გზას ვეღარ გაჰყვება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.