მიხაილო პოდოლიაკი - ბატონმა კისინჯერმა ვერაფერი გაიგო ვერც ამ ომის ბუნების და ვერც მსოფლიო წესრიგზე მისი გავლენის შესახებ - ცუდი მშვიდობა უკრაინის ტერიტორიების ხარჯზე პუტინის გამარჯვება იქნება

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჰენრი კისინჯერის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, „ცუდი მშვიდობა“ უკრაინის ტერიტორიების ხარჯზე პუტინის გამარჯვება იქნება.

„ბატონმა კისინჯერმა ვერაფერი გაიგო ვერც ამ ომის ბუნების და ვერც მსოფლიო წესრიგზე მისი გავლენის შესახებ. რეცეპტი, რომელსაც ყოფილი სახელმწიფო მდივანი მოგვიწოდებს, მაგრამ ხმამაღლა თქმის ეშინია, მარტივია: დააშოშმინე აგრესორი უკრაინის ნაწილის შეწირვით აღმოსავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ თავდაუსხმელობის გარანტიებისთვის“, – აცხადებს მიხაილო პოდოლიაკი.

მისი თქმით, მარტივი გადაწყვეტილებების ყველა მომხრეს უნდა ახსოვდეს, რომ „ეშმაკთან ნებისმიერი შეთანხმება - ცუდი მშვიდობა უკრაინის ტერიტორიების ხარჯზე - იქნება პუტინის გამარჯვება და წარმატების რეცეპტი ავტოკრატებისთვის მთელ მსოფლიოში“.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰენრი კისინჯერმა განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომზე სამშვიდობო მოლაპარაკება მალე უნდა გაიმართოს, რათა დამანგრეველი მესამე მსოფლიო ომის რისკი შემცირდეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა