ვოლოდიმირ ზელენსკი - ვამზადებთ სპეციალურ სამიტს - სამიტი მშვიდობისთვის

ჩვენ უკვე ვამზადებთ სპეციალურ სამიტს ამ ზამთარში, სამიტი მშვიდობისთვის, ჩვენი ქვეყნისა და ნებისმიერი სხვა ხალხისთვის, ვინც შეიძლება, იმავე აგრესიას და ტერორს დაექვემდებაროს, რომელიც რუსეთმა ჩვენს მიწაზე შემოიტანა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, 10-პუნქტიან უკრაინის მშვიდობის ფორმულას უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნა შეუძლია.

„უკრაინული მშვიდობის ფორმულა არის ათი ნათელი პუნქტი, რომელსაც შეუძლია, შექმნას გლობალურად მნიშვნელოვანი უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა, რაც მთელ ჩვენს უკრაინულ მიწას, მთელ ჩვენს ხალხს თავისუფლებას დაუბრუნებს და რაც იქნება სხვა ხალხების თავისუფლებისა და უსაფრთხოების გარანტი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მან პარტნიორებს მოუწოდა, გამოიჩინონ ლიდერობა მშვიდობის უზრუნველსაყოფად.

„ჩვენ ერთად ვიბრძვით უკრაინისთვის, ღირებულებებისთვის, რომლებიც აერთიანებს ევროპასა და დემოკრატიულ სამყაროს, სიცოცხლის გლობალური ღირებულებისთვის. ყველაფრისთვის, რის განადგურებასაც ცდილობს რუსეთი“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი