ომის შესწავლის ინსტიტუტი - ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე ვლადიმერ პუტინი განიხილავს ბელარუსის ძალების უფრო ფართო ჩართულობას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შემდგომ აგრესიაში

პუტინის დაგეგმილი შეხვედრა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან, სავარაუდოდ, პროაქტიულობის და ომის ახალი ეტაპისთვის ინფორმაციის პირობების შექმნის მცდელობის ნაწილია, - ამის შესახებ ამერიკული ომის შესწავლის ინსტიტუტის ანგარიშშია აღნიშნული.

“უკრაინის გაერთიანებული ძალების სარდალმა სერჰი ნაევმა კომენტარი გააკეთა პუტინ-ლუკაშენკოს მოახლოებულ შეხვედრაზე და აღნიშნა, რომ ეს ხდება პუტინის რუსეთის სამხედრო სარდლობასთან 17 დეკემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ, სადაც განიხილეს ომის როგორც უშუალო, ისე შუალედური მიზნები. ნაევის განცხადებით, უკრაინის მთავრობას მიაჩნია, რომ პუტინი განიხილავს ბელარუსის ძალების უფრო ფართო ჩართულობას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შემდგომ აგრესიაში, რაც თანხვედრაშია ომის შესწავლის ინსტიტუტის პროგნოზთან“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ინსტიტუტის ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ პუტინის შეხვედრა რუსეთის სარდლობასთან, შოიგუს ვიზიტი ფრონტზე და პუტინი-ლუკაშენკოს შეხვედრა, შესაძლოა, უახლოეს თვეებში უკრაინის წინააღმდეგ განახლებულ შეტევის მომასწავებელი ნიშანი იყოს

„ერთად აღებული პუტინის შეხვედრა რუსეთის სარდლობასთან, შოიგუს ვიზიტი ფრონტზე და პუტინი-ლუკაშენკოს შეხვედრა მიანიშნებს რომ ომის კონცეფციის, დაგეგმვისა და წარმართვის ახალ ფაზაზე და შესაძლოა უახლოეს თვეებში უკრაინის წინააღმდეგ განახლებულ შეტევის მომასწავებელი ნიშანი იყოს“, - აღნიშნულია ანგარიშში.

შეგახსენებთ, რუსული მედიის ინფორმაციით, დღეს მინსკში ვლადიმერ პუტინისა და ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვედრა გაიმართება.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა