რომის პაპი - ის, რაც უკრაინაში ხდება, საშინელებაა - ეს არის მსოფლიო ომი

ის, რაც უკრაინაში ხდება, საშინელებაა. უზარმაზარი სისასტიკეა, ძალიან სერიოზულია, - ამის შესახებ რომის პაპმა, ფრანცისკემ განაცხადა.

„ეს მსოფლიო ომია. მოდით, ნუ დაგვავიწყდება ეს. ომში უკვე რამდენიმე ხელია ჩართული. ის გლობალურია. ვფიქრობ, ომი იმართება მაშინ, როცა იმპერია იწყებს დასუსტებას და როცა არის იარაღი გამოსაყენებელი, გასაყიდად და შესამოწმებელი. მეჩვენება, რომ აქ ბევრი ინტერესია“, - აღნიშნა პაპმა.

მისივე თქმით, ვერ ხედავს, რომ ომი მალე დასრულდება.

„რაც შემიძლია, ვაკეთებ. ისინი არ უსმენენ. რაც ხდება უკრაინაში, საშინელებაა. უზარმაზარი სისასტიკეა, ძალიან სერიოზულია და ეს არის ის, რასაც მე გამუდმებით ვგმობ“, - აღნიშნა რომის პაპმა.

მისი თქმით, მზადაა ყველა მიიღოს და მოუსმინოს.

„ახლა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მესამედ გამომიგზავნა თავისი რელიგიური მრჩეველი. კონტაქტი მაქვს, ვიღებ ხალხს, ვეხმარები“, - აღნიშნა პაპმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა