ლევან დავითაშვილი - სახელმწიფოს მონაწილეობით ხუდონჰესის მშენებლობის დაწყება 2023 წელს იგეგმება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, 2023 წელს ხუდონჰესის მშენებლობის დაწყება იგეგმება.

როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განმარტა, ხუდონჰესი სახელმწიფოს მონაწილეობით აშენდება.

მისივე თქმით, მთავრობამ ინვესტორისგან ხუდონჰესის პროექტი გამოისყიდა და მასზე აუქციონი მომავალ წელს გამოცხადდება.

„მთავრობამ მოიწონა შეთანხმება ხუდონის ჰიდრო ელექტროსადგურის გამოსყიდვის შესახებ. შესაბამისად, ინვესტორ კომპანიასთან შეთანხმება შედგა და სახელმწიფომ დაიბრუნა პროექტი, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით, პროექტის განხორციელება უკვე 2023 წელს დავიწყოთ. ასეთი მნიშვნელოვანი მსხვილი ენერგეტიკული და სტრატეგიული პროექტები როგორც წესი, საქართველოს სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით განხორციელდება მომავალში.

შეგახსენებთ, ამ პროექტს განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს ელექტრო სისტემისთვის, ზოგადად სისტემის გენერაციისთვის, მათ შორის, იგივე არსებული ენგურჰესის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდისთვის და შესაბამისად, ჩვენი გადაწყვეტილება, რომ კომპანიასთან მოლაპარაკების გზით დაგვესრულებინა კონტრაქტი, საბოლოოდ პოზიტიურად გადაწყდა და მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც შეთანხმება შედგა. აქედან გამომდინარე, ამ პროექტს უახლოეს ხანებში, 2023 წლის დასაწყისიდან ხელახლა გამოვაცხადებთ და ხელახლა დავიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას, რაც ჩვენი თანმიმდევრული ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთი ნაწილია, რომ საქართველოში ერთის მხრივ, გენერაცია და ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობა გავზარდოთ.

13.250 მილიონი აშშ დოლარი იყო ის თანხა, რაზეც ინვესტორ კომპანიასთან მორიგება მოხდა. ჩვენ გვყავდა საერთაშორისო იურიდიული კომპანია ჩართული, რომელიც ამ მორიგების პროექტს ამზადებდა. ასევე მათი მონაწილეობით ხდებოდა მხარეებს შორის კომუნიკაცია და ვფიქრობ, რომ ეს არის საქართველოსთვის ხელსაყრელი პირობები, რომ ჩვენ ერთის მხრივ, დავიბრუნეთ ის ტერიტორიები, რომელიც კომპანიას ჰქონდა გადაცემული, დავიბრუნეთ უფლებები და შესაბამისად, ყოველგვარი ბარიერის გარეშე შეგვიძლია პროექტის განხორციელების ეტაპზე გადავიდეთ,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ემილ ავდალიანი - ის, რაც დღეს ხდება საქართველოში თუ ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში, რუსეთს უნდა აწყობდეს, რადგან ასეთი შედარებით ქაოტური ვითარება მოსკოვს ბევრ საშუალებას აძლევს
აკადემიკოსი რამაზ ხუროძე - საჭიროა სახელმწიფოს მიერ მეცნიერებაზე გაწეული ხარჯების ეფექტიანობის შეფასება და შესაბამისად, ამ ხარჯების კორექტირება
ქართული პრესის მიმოხილვა 24.05.2024
„გალფის“ მხარდაჭერით 20 სტუდენტი აფხაზეთიდან ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების მატჩზე დასასწრებად გერმანიაში გაემგზავრება
„თიბისის“ მხარდაჭერით, ანტიკური კოლხეთის ქალაქი - ვანი, ეტრუსკული ცივილიზაციისადმი მიძღვნილ გამოფენას მასპინძლობს
BTU-ს AI-ს საბაკალავრო პროგრამას აკრედიტაცია მიენიჭა