გიგა ბოკერია - გიორგი კირთაძეზე თავდასხმას ყველანაირი ნიშანი აქვს, რომ პირდაპირ მთავრობასთან დაკავშირებული ჯგუფის მიერ არის ჩადენილი

გიორგი კირთაძეზე თავდასხმა არის ივანიშვილის რეჟიმის სახე, პერსონალურად ამ კაცის და მისი პოლიტიკური არარაობა, ქვეყნის მოღალატე, მოძალადე, სიძულვილით სავსე რეჟიმის შედეგი , - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გიორგი კირთაძეზე ბათუმში განხორციელებულ თავდასხმას.

ბოკერიას თქმით, თავდასხმას ყველანაირი ნიშანი აქვს, რომ პირდაპირ მთავრობასთან დაკავშირებული ჯგუფის მიერ არის ჩადენილი,

„ასეც რომ არ იყოს, კლიმატი, სადაც ამ სამარცხვინო, ამაზრზენ სურათს ვხედავთ, არის პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის შემოქმედების შედეგი და ეს უნდა დავასრულოთ ჩვენ, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის“, - განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი კირთაძეს თავს დაესხნენ.

როგორც კირთაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ჟურნალისტებთან საუბრისას უცნობი მამაკაცი მიუახლოვდა და კვერცხები დაუშინა. მისივე თქმით, აღნიშნული პირის უკან სუს-ი დგას.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
Samsung Galaxy Z Fold6 და Z Flip6: Galaxy AI-ის ახალი ეტაპი
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით სიმსივნური დაავადებების მკურნალობის ინოვაციური მეთოდი დაინერგა
მანჩესტერში Sports Networking Lounge - G7 ნოემბერში გაიხსნება
ალტაში უახლესი Samsung Galaxy AI კეცვადი სმარტფონებისა და ჭკვიანი აქსესუარების პრეზენტაცია გაიმართა
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა