უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი, უკრაინელებს მოუწოდებს, არ გამოაქვეყნონ უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტების გაშვებისა და პოზიციების შესახებ ფოტო-ვიდეო მასალა რეალურ დროში.
კიევის განცხადებით, რუსეთი ინფორმაციას თავისი დაზვერვისთვის იყენებს.
„ფრთხილად იყავით და ნუ დაეხმარებით მტერს ისეთი მონაცემების შეგროვებაში, რომლებსაც ადამიანებისთვის სიკვდილი მოაქვს“, - აფრთხილებს მოქალაქეებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.