გიგი უგულავა - „ქართულმა ოცნებამ“ შეირგოს და იამაყოს, რომ საქართველომ 10 წლის მანძილზე ერთხელ მაინც სადღაც გაიმარჯვა

გასაგებია, რომ ის არ გამოიყურება, როგორც „ქართული ოცნების“ გამარჯვება, მაგრამ ცალსახად არის საქართველოს გამარჯვება და 10 წლის მანძილზე ერთხელ მაინც „ქართულმა ოცნებამ“ შეირგოს, რომ საქართველომ სადღაც გაიმარჯვა და იამაყოს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა გიგი უგულავამ ჰააგას პროკურორის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, სამარცხვინოა საქართველოს დღევანდელი მთავრობის პროპაგანდა.

„2013 წლიდან მოყოლებული, როდესაც წულუკიანი იყო იუსტიციის მინისტრი, ეს ქალბატონი და „ქართული ოცნება“, ივანიშვილის დავალებით აკეთებდნენ ყველაფერს, რომ ეს საქმე ან არ ყოფილიყო გამოძიებული ან თაროზე შემოდებულიყო, მისი დასრულება „ქართულ ოცნებას“ არ სურდა. ეს საქმე დასრულდა საქართველოს გამარჯვებით და „ქართულ ოცნებას“ მინდა ვუთხრა, რომ ეს საქმე დასრულდა არა მიხეილ სააკაშვილის, არამედ საქართველოს გამარჯვებით და შეირგეთ ეს გამარჯვება, ერთხელ მაინც შეირგეთ ამ 10 წლის განმავლობაში საქართველოს გამარჯვება. გასაგებია, რომ ის არ გამოიყურება როგორც „ქართული ოცნების“ გამარჯვება, მაგრამ ის ცალსახად არის საქართველოს გამარჯვება და 10 წლის მანძილზე ერთხელ მაინც „ქართულმა ოცნებამ“ შეირგოს ის, რომ საქართველომ სადღაც გაიმარჯვა და იამაყოს. ჰააგის გადაწყვეტილება არის საქართველოს გამარჯვება და თუ ოდნავ შერჩათ რამე „ქართულ ოცნებაში“, შეირგონ და იამაყონ.

ძალიან ვწუხვარ, რომ „ქართული ოცნება“ და მისი პროპაგანდისტული ტელევიზიები 2008 წლის რეზოლუციაზე აგებენ და ამართლებენ თავიანთ ღალატს. ის რეზოლუცია იყო ურთულეს პირობებში მიღებული და წერია საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი რაღაცები და „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან კარგად იცის (იმიტომ, რომ მენტალურად რუსები არიან და რუსების მხარეს არიან), განსაკუთრებით 2008 წელს რა გავლენა ჰქონდა საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთს და ამ პირობებში ჩვენ მივიღეთ რეზოლუცია, რომლის მიღებაც რუსეთს იატაკზე ფორთხავდა, ისე არ უნდოდა, ამიტომ სამარცხვინოა საქართველოს დღევანდელი მთავრობის პროპაგანდა“, - განაცხადა უგულავამ.

ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს
ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში
„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში 2023 წლის ივლისში გაიხსნება
რომპეტროლი „BREATH Georgia“-სთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას