ვლადიმერ პუტინი - სპეციალური სამხედრო ოპერაციის წინა ხაზზე მდგომი ჯარისკაცები, მილიციელები და მოხალისეები მამაცობის და თავგანწირვის განსაკუთრებულ მაგალითებს აჩვენებენ

რუსეთი აღტაცებულია იმ ადამიანების გამბედაობით, რომლებიც იცავენ თავიანთ სამშობლოს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კრემლში სახელმწიფო ჯილდოების გადაცემის ცერემონიაზე განაცხადა.

„ვამაყობთ თითოეული თქვენგანით, აღტაცებული ვართ იმ ადამიანების სიმტკიცითა და გამბედაობით, რომლებიც სამშობლოსთვის რთულ მომენტში დადგნენ მის დასაცავად და შეასრულეს სამხედრო მოვალეობა საბრძოლო ზონაში“, - აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მონაწილეები ხელს უწყობენ რუსეთის „ახალ რეგიონებში“ მშვიდობიანი ცხოვრების დამყარებას.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვი არაერთხელ მდგარა განსაცდელის წინაშე და დაუცავს საკუთარი დამოუკიდებლობას.

„დღეს რუსეთი იმავე გამოწვევების წინაშე დგას და სპეციალური სამხედრო ოპერაციის წინა ხაზზე მდგომი ჯარისკაცები, ოფიცრები, მილიციელები და მოხალისეები აჩვენებენ მამაცობისა და თავგანწირვის განსაკუთრებულ მაგალითებს", - აღნიშნა პუტინმა.

შეგახსენებთ, უკრაინის მონაცემებით, 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში მიმდინარე ომში 99 000-ზე მეტი რუსი სამხედრო დაიღუპა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა