ირაკლი კოვზანაძე - „სეკიურიტიზაციის შესახებ" კანონპროექტზე მუშაობას დავიწყებთ

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სეკიურიტიზაციის შესახებ" კანონპროექტის, საჯარო-კერძო დიალოგის საპარლამენტო პლატფორმის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გამართა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, რომ მსგავსი შეხვედრების მიზანია პარლამენტის წევრებმა წინასწარ, კანონპროექტის განხილვამდე სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ, რისი ტრადიციაც კომიტეტს აქვს.

ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, კანონპროექტის განხილვებს პარლამენტი მომავალი წლიდან დაიწყებს.

„ჯერ კიდევ ბევრი დეტალია დასაზუსტებელი, ვფიქრობ, კანონპროექტი საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ კაპიტალთან ხელმისაწვდომობას ზრდის და რესურსების ალტერნატიული მოძიების საშუალებას იძლევა", -აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

განხილვაში მონაწილეობდნენ: პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და ექსპერტები.

პარლამენტში კანონპროექტის, საჯარო-კერძო დიალოგის საპარლამენტო პლატფორმის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელთან თანამშრომლობითა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს