“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის თემურ ჯანაშიას განცხადებით, მოშიმშილე დეპუტატებს, ამ ეტაპისთვის, გართულებები არ აქვთ.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მათი მთავარი მოთხოვნა კვლავ უცვლელია.
„ვაგრძელებთ ჩვენს აქტივობას. მდგომარეობა შესაბამისია, როგორც უნდა ვიყოთ ამ ეტაპისთვის. განსაკუთრებული გართულებები არცერთს არ აღენიშნება. ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის უცვლელი - მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა საზღვარგარეთ და ასევე, იმის უზრუნველყოფა, რომ მას ჰქონდეს ადეკვატური მკურნალობის საშუალება“, - განაცხადა ჯანაშიამ.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ სამი დეპუტატი - დავით კირკიტაძე, ანი წითლიძე და თემურ ჯანაშია პარლამენტში პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"