თეთრი სახლი ადასტურებს, რომ უკრაინა აშშ-სგან Patriot-ის სისტემებს მიიღებს

თეთრ სახლში ადასტურებენ, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტის დღეს ჯო ბაიდენი უკრაინისთვის ახალი დახმარების პაკეტს გამოაცხადებს, რომელშიც Patriot-ის სისტემებიც შედის.

„პრეზიდენტი ბაიდენი გამოაცხადებს მნიშვნელოვან ახალ პაკეტს, რომელიც უკრაინის უსაფრთხოებისთვის დაახლოებით 2 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობას ითვალისწინებს. ის შეიცავს ძალიან მნიშვნელოვან ახალ შესაძლებლობებს: Patriot-ის სარაკეტო ბატარეას, რომელიც იქნება კრიტიკული აქტივი უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის ბარბაროსული თავდასხმებისგან უკრაინელი ხალხის დასაცავად. ჩვენ მოვამზადებთ უკრაინულ ძალებს, თუ როგორ მართონ Patriot-ის სარაკეტო ბატარეა მესამე ქვეყანაში. ამას გარკვეული დრო დასჭირდება“, - აღნიშნულია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათვე ცნობით, შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის საჰაერო თავდაცვის მხარდაჭერის სხვა ფორმებზე, მათ შორის NASAMS-ის, HAWK-ის, Stinger-სა და უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო აღჭურვილობის მიწოდებაზე, პრიორიტეტის მინიჭების გზითაც.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო