მიხაილო პოდოლიაკი - ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტი საბოლოოდ უსვამს წერტილს რუსული მხარის მცდელობებს დაამტკიცოს, თითქოს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ცივდება

ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი შეერთებულ შტატებში არის უაღრესად მნიშვნელოვანი და უარყოფს რუსეთის მცდელობებს, აჩვენოს, რომ აშშ-უკრაინის ურთიერთობები ცივდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა Reuters-ს განუცხადა.

მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი და ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრა საშუალებას მისცემს, ახსნას უკრაინაში არსებული რეალური ვითარება, რა იარაღი სჭირდება კიევს მოსკოვთან საბრძოლველად და რატომ სჭირდება ისინი.

„პირველ რიგში, როგორც თავად ვიზიტი, ისე დაგეგმილი შეხვედრების დონე ცალსახად მეტყველებს ქვეყნებს შორის ნდობის მაღალ ხარისხზე. მეორეც, ეს საბოლოოდ უსვამს წერტილს რუსული მხარის მცდელობებს დაამტკიცოს, თითქოს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ცივდება. ეს, რა თქმა უნდა, ახლოსაც არ არის რეალობასთან. შეერთებული შტატები უკრაინას ცალსახად უჭერს მხარს”, - აღნიშნა პოდოლიაკმა.

მისივე თქმით, ვიზიტი უდავოდ გაააქტიურებს სამხედრო თანამშრომლობის ძირითად სფეროებს, გაზრდის ორპარტიული პოლიტიკური მხარდაჭერის კიდევ უფრო მობილიზებას და უფრო ნათლად დახატავს მომავლის სურათს იმ შემთხვევაში, თუ ომი სწორად არ დამთავრდება.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში გაემგზავრა, სადაც ის ამერიკელ კოლეგას, ჯო ბაიდენსა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში, ასევე იგეგმება ზელენსკის სიტყვით გამოსვლა კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო