ვოლოდიმირ ზელენსკი კონგრესს - თქვენი ფული არ არის ქველმოქმედება, ეს არის ინვესტიცია გლობალურ უსაფრთხოებასა და დემოკრატიაში - ჩვენ გვაქვს არტილერია, დიახ, მადლობა, საკმარისია? სიმართლე გითხრათ, არა

აშშ-სა და მოკავშირეების მხარდაჭერა გადამწყვეტია ბრძოლის ველზე უკრაინის გამარჯვებისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ომის დაწყებიდან 300 დღეზე მეტი გავიდა, უკრაინაში ჯარისკაცები იცავენ თავიანთ ქვეყანას, მაგრამ მათ მეტი იარაღი სჭირდებათ ბრძოლის ველზე გამარჯვების მისაღწევად.

"აქ, ფრონტის ხაზია, ტირანია - რომელსაც არ აკლია სისასტიკე თავისუფალი ადამიანების ცხოვრების მიმართ - და თქვენი მხარდაჭერა გადამწყვეტია არა მხოლოდ ასეთ ბრძოლაში, არამედ ბრძოლის ველზე გამარჯვების მისაღწევად გადამწყვეტ მომენტამდე მისვლისთვის. ჩვენ გვაქვს არტილერია, დიახ, მადლობა. საკმარისია? სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არა,” - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინა იბრძვის თავისი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის და შეერთებულ შტატებს ამ მიზნების მისაღწევად მუდმივი მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

"თქვენი ფული არ არის ქველმოქმედება, ეს არის ინვესტიცია გლობალურ უსაფრთხოებასა და დემოკრატიაში, რომელსაც ჩვენ ყველაზე პასუხისმგებლობით ვეპყრობით", - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ თუ რუსეთს არ შეაჩერებენ, მხოლოდ დროის საკითხია, როდის დაარტყამს ის აშშ-ის სხვა მოკავშირეებს.

„რუსეთში გაგზავნილი ასობით ირანული სასიკვდილო დრონი ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის საფრთხე გახდა. ასე იპოვა ერთმა ტერორისტმა მეორე. მხოლოდ დროის საკითხია, როდის დაარტყავენ ისინი თქვენს სხვა მოკავშირეებს, თუ ჩვენ მათ ახლა არ შევაჩერებთ. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო