ზელენსკი კონგრესს - ბახმუტში ეს დროშა გადმომცეს და მთხოვეს, თქვენთვის მომეტანა, დაე, ის დარჩეს თქვენთან, როგორც ომში ჩვენი გამარჯვების სიმბოლო  - ვდგავართ, ვიბრძვით და გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენ ვართ ერთიანი - უკრაინა, ამერიკა და მთელი თავისუფალი მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონგრესს საჩუქრად გადასცა ბახმუტიდან ჩატანილი უკრაინის დროშა უკრაინელი ჯარისკაცების ხელმოწერებით.

„როდესაც გუშინ ბახმუტში ვიყავი, ჩვენმა გმირებმა გადმომცეს დროშა. მათი დროშა, ვინც იცავს უკრაინას, ევროპასა და მსოფლიოს საკუთარი სიცოცხლის ხარჯზე. მთხოვეს, ეს დროშა თქვენთვის მომეტანა. კონგრესმენებისთვის, რომელთა გადაწყვეტილებებსაც შეუძლია მილიონობით ადამიანის გადარჩენა. დაე, მოხდეს ამ გადაწყვეტილებების მიღება. დაე, ეს დროშა დარჩეს თქვენთან. ქალბატონებო და ბატონებო, ეს დროშა არის ამ ომში ჩვენი გამარჯვების სიმბოლო. ვდგავართ, ვიბრძვით და გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენ ვართ ერთიანი - უკრაინა, ამერიკა და მთელი თავისუფალი მსოფლიო“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა საკუთარი გამოსვლა შემდეგი სიტყვებით დაასრულა :

„დაე, ღმერთი ფარავდეს ჩვენს მამაც ჯარისკაცებს და მოქალაქეებს, დაე, ღმერთი ფარავდეს ამერიკის შეერთებულ შტატებს. ბედნიერი შობა და ბედნიერი, გამარჯვებული ახალი წელი, Slava Ukraini!”

წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ ზელენსკის აჩუქა აშშ-ის დროშა, რომელიც მისი აშშ-ში ვიზიტის დღეს კაპიტოლიუმის შენობის თავზე ფრიალებდა.

დროშების გადაცემას კონგრესმენების ოვაციები და აპლოდისმენტები მოჰყვა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას