ვოლოდიმირ ზელენსკი - შინ კარგი ამბებით ვბრუნდები, პრეზიდენტმა ბაიდენმა გამოაცხადა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, რომლის უძლიერესი ელემენტია Patriot-ის სისტემა

შინ კარგი ამბებით ვბრუნდები: პრეზიდენტმა ბაიდენმა გამოაცხადა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი, დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის ოდენობის ახალი პაკეტის შესახებ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ კოლეგასთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ამ პაკეტის უძლიერესი ელემენტია Patriot-ის სარაკეტო კომპლექსი, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჩვენს საჰაერო თავდაცვას. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკრაინისთვის ეფექტური საჰაერო ფარის შესაქმნელად. ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც ტერორისტულ სახელმწიფოს ჩამოვართმევთ ტერორის მთავარ ინსტრუმენტს - ჩვენს ქალაქებზე, ჩვენს ენერგეტიკულ ობიექტებსა და ხალხზე თავდასხმის შესაძლებლობას“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტთან საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო შემდგომი სტრატეგიული ნაბიჯების კოორდინაცია.

"ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ იმაზე, თუ რას ველით მომავალი წლიდან და რისთვის ვემზადებით. ეს მნიშვნელოვანია ყველა უკრაინელისთვის და ეს არის დიდი დახმარება", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მან იმედი გამოთქვა, რომ კონგრესი დაამტკიცებს უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის პაკეტს, რომლის ოდენობა დაახლოებით 45 მილიარდი აშშ დოლარს შეადგენს.

"მადლობა ასეთი დიდი მხარდაჭერისთვის! შეერთებული შტატების მხრიდან ასეთი ინვესტიციის ყოველი დოლარი თავისუფლების დასაცავად ნიშნავს გლობალური უსაფრთხოების რეალურ და ხელშესახებ გაძლიერებას", - აღნიშნა ზელენსკიმ და მადლობა გადაუხადა აშშ-ს კონგრესს ორპალატიანი და ორპარტიული მხარდაჭერისთვის.

მისი თქმით, კარგად აცნობიერებენ, როგორ გაძლიერდება უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობები.

„ჩვენ კარგად გვესმის, როგორ გაძლიერდება ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობები უახლოეს თვეებში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო