ვოლოდიმირ ზელენსკი - ირანული სასიკვდილო დრონები ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის საფრთხე გახდა - ასე იპოვა ერთმა ტერორისტმა მეორე და მხოლოდ დროის საკითხია, როდის დაარტყამენ ისინი თქვენს სხვა მოკავშირეებს, თუ მათ ახლა არ შევაჩერებთ  - უკრაინის ომის გაყინვა არ შეიძლება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ რუსეთს არ შეაჩერებენ, მხოლოდ დროის საკითხია, როდის დაარტყამს ის აშშ-ის სხვა მოკავშირეებს.

„რუსეთში გაგზავნილი ასობით ირანული სასიკვდილო დრონი ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის საფრთხე გახდა. ასე იპოვა ერთმა ტერორისტმა მეორე. მხოლოდ დროის საკითხია, როდის დაარტყამენ ისინი თქვენს სხვა მოკავშირეებს, თუ ჩვენ მათ ახლა არ შევაჩერებთ. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინის ომის „გაყინვა“ არ შეიძლება.

"ამ ბრძოლის გაყინვა ან გადადება არ შეიძლება. არ შეიძლება მისი იგნორირება, იმ იმედით, რომ ოკეანე ან სხვა რაიმე დაცვას უზრუნველყოფს", - აღნიშნა ზელენსკიმ.

”ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩინეთამდე, ევროპიდან ლათინურ ამერიკამდე და ყველა ქვეყნიდან ავსტრალიამდე, სამყარო ზედმეტად ურთიერთდაკავშირებული და ურთიერთდამოკიდებულია იმისთვის, რომ ვინმემ განზე დარჩეს და ამავე დროს თავი დაცულად იგრძნოს, როდესაც ასეთი ბრძოლა გრძელდება,” - აღნიშნა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო